დახურვა
სტილი
01.11.2023

თუკი 2023 წლისთვის მნიშვნელოვანი გეგმები გქონდათ, მაგრამ მათი ნაწილი ვერ შესრულდა, ხელს ნუ ჩაიქნევთ. წლის დასრულებამდე კიდევ არის შანსი, რომ თქვენი მიზნები რეალობად გადააქციოთ და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ. ასტროლოგების თქმით კი, ზოდიაქოს ამ ოთხ ნიშანს 2023 წლის დასრულებამდე მნიშვნელოვნად გაუმართლებს და სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევას შეძლებენ:

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

2023 წლის ბოლო თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება, როცა საკუთარი შრომის შედეგს საბოლოოდ დაინახავთ. თუკი ახლა ვინმესთან კონფლიქტი, დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ყველა შანსი გაქვთ, რომ დაპირისპირება აღმოფხვრათ. ეს ეხება პირად ურთიერთობებსაც და საქმიანსაც. სიმშვიდესა და ჰარმონიას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გარედან ჩანს ხოლმე. გადახედავთ პრიორიტეტებს და აღმოაჩენთ იმასაც, რომ საკუთარი თავისთვისაც უნდა დაიტოვოთ დრო. შეძლებთ ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ინვესტიციების, მსხვილი შესყიდვების, ახალი პროექტების წამოწყებისთვის შესანიშნავი პერიოდია და ეს შანსი აუცილებლად გამოიყენეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 23 ივლისი)

2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. განსაკუთრებით პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლოა, ხელსაყრელი შეთავაზება მიიღოთ და საბოლოოდ გაარკვიოთ საკითხები, რომლებიც გაღელვებთ. წლის ბოლოსკენ უკვე სიცხადეს იგრძნობთ და ზუსტად გეცოდინებათ, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. ასევე, დადგებით გარდამტეხი მომენტის წინაშე, რომელიც გიბიძგებთ, რომ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და რაღაც ახალი და განსხვავებული სცადოთ. შესაძლოა, თავიდან ეს არც ისე კომფორტულად მოგეჩვენოთ, მაგრამ წინ ძალიან წარმატებული პერიოდი გაქვთ, რომელიც თქვენს შესაძლებლობებსა და უნარებში დაგარწმუნებთ და დამსახურებულ აღიარებასაც მიიღებთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და დაწინაურებულ პოზიციაში აღმოჩნდებით.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

პლანეტა პლუტონი გაიძულებთ, გარკვეულ ურთიერთობებს გადახედოთ და საბოლოოდ დაუსვათ წერტილი იმას, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. შესაძლოა, ერთი მხრივ, ეს პროცესი ემოციურად რთული აღმოჩნდეს, მაგრამ წინსვლისა და ცხოვრების განახლებული ეტაპის დაწყებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წლის ბოლომდე ბევრი ახალი პერსპექტივა, საქმიანი შეთავაზება, განვითარების განსხვავებული გზები გამოჩნდება, რაც დაგეხმარებათ, რომ დაწინაურდეთ და თავი კიდევ უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×