დახურვა
სტილი
03.11.2023

2024 წელს მსოფლიო სასწორისა და ვერძის ღერძზე კარმული კვანძის გავლენას იგრძნობს, რაც სასიყვარულო და პირად ურთიერთობებში ბევრი ადამიანისათვის მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

2024 წელს პლანეტა იუპიტერი ტყუპების ნიშანში გადავა. 10 ივლისიდან 15 ივლისამდე ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ თქვენი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს შეხვდეთ . ასტროლოგები გირჩევენ, რომ ეს თარიღი მოინიშნოთ და ზაფხულში შეამოწმოთ.

გარდა ამისა, ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 6 ნიშანს, რომლებსაც სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები და სიახლეები ელის:

ვერძი

მომავლის კვანძი თქვენს ნიშანში იქნება, რაც ძალიან დიდ შესაძლებლობებსა და პერსპექტივას გპირდებათ. თუმცა, ამავდროულად, წარსულის კარმული კვანძი კვლავ გაიძულებთ, რომ გარკვეულ ურთიერთობებზე დაფიქრდეთ. ასტროლოგების თქმით, თქვენთვის სასიყვარულო ურთიერთობებში ნამდვილი გამოცდა 25 მარტიდან 8 აპრილამდე და 18 სექტემბრიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში იქნება. აღნიშნულ პერიოდში, შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ. ან საბოლოოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა, ან კიდევ ქორწინება, ნიშნობა დაგეგმოთ. 2024 წელი მარტოხელა ვერძებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ცხოვრების ნამდვილ მეგზურს შეხვდნენ და ბედნიერი თავგადასავალი შექმნან.

სასწორი

2024 წლის განმავლობაში ურთიერთობების გაანალიზება მოგიწევთ. წარსულის კვანძი თქვენს ნიშანშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელი გლობალურ ცვლილებებს გიმზადებთ. ასტროლოგების თქმით, ურთიერთობების გამოცდის მთავარი თარიღი 23 მარტი და 17 ოქტომბერი იქნება. პირველ შემთხვევაში, სავსე მთვარე თქვენს ნიშანში, 17 ოქტომბერს კი ვერძის ნიშანში. ამ დროს შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. საბოლოოდ დაასრულოთ ურთიერთობა, ან საყვარელ ადამიანს დაქორწინებაზე დასთანხმდეთ. მარტოხელა სასწორებისთვის 17-იდან 20 აპრილამდე და 19-20 მაისს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდნენ.

ტყუპები

2024 წელს ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში შემოდის. რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები გელით. შესაძლოა, ეს წელი თქვენი ურთიერთობებისთვის ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდეს. დაქორწინებულ ტყუპებს შედარებით რთული პერიოდი 2024 წლის სექტემბერში ეწყებათ. 18 სექტემბერს სავსე მთვარე თქვენი სტატუსის სექტორში იქნება, რამაც შესაძლოა, პარტნიორთან საბოლოო დაშორების, განქორწინების გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ, თქვენი წყენებისა და უკმაყოფილების შესახებ ხმამაღლა თქვათ და ურთიერთობის თავისით დალაგებას არ დაელოდოთ.

ქალწული

2024 წლის 25 მარტიდან 8 აპრილამდე დაბნელების პერიოდი გაიძულებთ, რომ საკუთარ ცხოვრებასა და ურთიერთობებს გადახედოთ. შესაძლოა, შეხედულებები, ღირებულებები მნიშვნელოვნად შეგეცვალოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. 17-დან 20 აპრილამდე მომავლის კვანძი ახალი ეტაპის დაწყებასა და ბედნიერ თავგადასავლებს გპირდებათ.შესაძლოა, იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც 2024 წელს შეხვდებით, ძალიან სწრაფად განვითარდეს და სრულიად დაუგეგმავად ქორწინებაც კი გადაწყვიტოთ. უფრო კონკრეტულად, 18 სექტემბერს სავსე მთვარე თქვენი პარტნიორული ურთიერთობის სექტორში იქნება, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგებთ.

თევზები

2024 წელს პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ახლა საბოლოოდ უნდა გადახედოთ იმ ურთიერთობას, რომელიც ერთ ეტაპზეა გაჩერებული - მას განახლება და გაცოცხლება სჭირდება. ან უარი უნდა თქვათ, ან კიდევ განვითარებაზე იფიქროთ. 19-20 მარტსა და 21 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში შესაძლოა, მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც ბედნიერ დღეებს გაჩუქებთ. აღნიშნულ პერიოდებში პლანეტა მერკური, რომელიც თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს მართავს, მომავლის კვანძთან შეერთდება. დაქორწინებული თევზებისთვის 2024 წლის შემოდგომა შესაძლოა, ერთგვარი გამოცდა იყოს და დაშორებაზე გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოთ.

მშვილდოსანი

2024 წელს პლანეტა იუპიტერი, რომელიც თქვენს ურთიერთობებს მართავს, ქორწინების სექტორში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წელს შესაძლოა, რადიკალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ და დაქორწინება გადაწყვიტოთ. შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით. ამ კუთხით, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი 2024 წლის 26 მაისიდან იწყება. 2024 წლის შემოდგომა კი შესაძლოა, თქვენთვისაც ერთგვარ გამოცდად გადაიქცეს. წარსულის კვანძი სტატუსის სექტორში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×