დახურვა
სტილი
03.11.2023

ასტროლოგიაში პლანეტა სატურნი დისციპლინასთან, წესრიგთან, თანამიმდევრულობასთან, კარმასთან ასოცირდება. თუმცა, როდესაც სატურნის გავლენას განვიხილავთ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი თემა სწორედ კარმა, წარსულში დატოვებული ქმედებები და ურთიერთობები გვახსენდება. აღნიშნულ პლანეტას უსამართლობა არ უყვარს, ამიტომაც ადამიანებს ზუსტად იმას უბრუნებს, რასაც იმსახურებენ. როდესაც სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ბევრისთვის ეს პერიოდი ერთგვარ გამოცდად იქცევა. შესაძლოა, შემოქმედებითი ბლოკიც წარმოიქმნას, რადგანაც მას რუტინა და წესრიგი უყვარს. რეტროგრადული მოძრაობის დროს კი ადამიანები ქაოსსა და არასტაბილურობას განიცდიან. სატურნმა რეტროგრადული მოძრაობა 2023 წლის 17 ივნისს დაიწყო და 4 ნოემბერს დაასრულებს.

ზოდიაქოს ამ 4-მა ნიშანმა კი რეტროგრადული სატურნისაგან გარკვეული მითითებები მიიღო და მინიშნებებზე ყურადღებით უნდა იყოთ. ასტროლოგების თქმით, 4 ნოემბრის შემდეგ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ცვლილებები და გარკვეული ტიპის გარდაქმნების დროა:

ტყუპები

ტყუპებს მნიშვნელოვანი ცვლილება თავიანთ საქმიანობაში ელით, რადგანაც სამუშაოს მიმართ მათი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. რეტროგრადულმა სატურნმა ბევრ საკითხზე დაგაფიქრათ. ალბათ, გაჩვენათ, რა არის მნიშვნელოვანი და რას უთმობთ იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე იმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ბევრად უფრო მკაფიო და ზუსტი გეგმა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწევა გსურთ და რა მიმართულება უნდა აირჩიოთ, რომ დასახულ მიზნებთან მიხვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი კარიერული სიმაღლეებია!

ვერძი

რეტროგრადული სატურნი შესაძლოა, თქვენთვის ერთგვარ გამოცდად გადაიქცა, რადგანაც, როგორც წესი, თქვენ აქტიურ, მრავალფეროვან ცხოვრებას ხართ მიჩვეული. აღნიშნულ პერიოდში კი შეიძლება, ყველაფერი ისე მარტივად ვეღარ განახორციელეთ, როგორც იქამდე. სატურნი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ გარკვეული სფეროების გაკონტროლება და სტაბილური გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ უფრო გააზრებულად განაგრძოთ ცხოვრება და გრძელვადიანი, საინტერესო და პერსპექტიული გეგმები შექმნათ, შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ.

ქალწული

რეტროგრადული სატურნის დროს შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მკვეთრი, რადიკალური ცვლილებები მოხდა და ბევრმა მათგანმა სულაც არ მოგიტანათ ბედნიერება. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იყო, განსაკუთრებით ურთიერთობების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, ამ პერიოდში ბევრ საკითხს გადააფასებდით და ადამიანებს განსხვავებული თვალით შეხედავდით. იმედგაცრუებების მიუხედავად, იფიქრეთ იმაზე, რომ ეს პროცესი ჯანსაღი იყო, რადგანაც ნელ-ნელა ცხოვრება იმ ადამიანებს დაგიტოვებთ, რომლებიც რეალურად იმსახურებენ თქვენ გვერდით ყოფნას. გადახედეთ განვლილ თვეებს - აღმოაჩენთ, რომ ერთსა და იმავე მცდარ საფეხურს მეტჯერ აღარ უნდა დააბიჯოთ.

თევზები

შესაძლოა, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქრობდით, რომ მთელი სამყაროს დარდი და სიმძიმე თქვენ მხრებზეა აკიდებული. მომატებულ შფოთვას გრძნობდით და ბევრ რამეზე მოტივაციაც აღარ გყოფნიდათ. თუმცა, რეტროგრადული სატურნი თვითშემეცნებაში დაგეხმარებათ. იგრძნობთ, რომ ახლა ბევრად უფრო გაძლიერებული, თავდაჯერებული და აქტიური ხართ და შეგიძლიათ, საკუთარი თავის განახლებული ვერსია შექმნათ. წინ ბევრი წარმატება და აღიარებაა. მთავარია, მოტივაცია და შემართება არ დაკარგოთ!

წყარო: bomonde.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×