დახურვა
სტილი
12.12.2023

2024 წელს ასტროლოგები ბიზნესსა და სიყვარულში წარმატებას ჰპირდებიან სამ ნიშანს.

კურო

კუროებს ცვლილებების შესაძლებლობა ექნებათ. ასტროლოგები თვლიან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ასეთი იღბალი არ ჰქონიათ. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საუკეთესო დრო იქნება წლის პირველი ნახევარი. სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს მნიშვნელოვანი საკითხები და პროექტები. ზაფხულში კი კარგად უნდა დაისვენოთ და დატკბეთ ახალი ადგილებით.

კირჩხიბი

კარიერული წარმატების წყალობით კირჩხიბების შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება, ახალი იდეები კი შესანიშნავად დაგეხმარებათ მომავალი მიღწევებისთვის. ცოტა ხანს შეგიძლიათ დაივიწყოთ სიფრთხილე და გარისკოთ. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ წლის მეორე ნახევარში კირჩხიბებს სირთულეები ელით, რომელთა გადალახვასაც ძალიან სწრაფად შეძლებენ.

სასწორი

მათ ნამდვილად საინტერესო და ხალისიანი პერიოდი ელით, რომელიც ახალი ნაცნობებითა და უჩვეულო შეხვედრებით იქნება სავსე. არ თქვათ უარი ცვლილებებზე. ზოგიერთ სასწორს ექნება დაქორწინების შანსი, მაგრამ სხვები შეიტყობენ ახალ ამბებს ოჯახში გარდაუვალი მოვლენების შესახებ. მომავალი წლის შემოდგომა არაჩვეულებრივ სიახლეებს მოიტანს - მოგზაურობას სხვა ქვეყანაში და უამრავი ახალი შთაბეჭდილება გელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×