დახურვა
სტილი
18.12.2023

 

ვერძი ♈

გადაადგილებები და შეხვედრები, შედეგიანი და მოგებიანი აღმოჩნდება. შესაძლოა აუცილებელი გახდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. სასიყვარულო ასპარეზზე ცვლილებები დიდ ხანს არ გასტანს. გააკონტროლეთ ემოციები და ნუ იქნებით იმპულსური.

კურო ♉

მოიმატებს ენერგოპოტენციალი. გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა, რაც მოგცემთ საშუალებას დროულად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი, ეცადეთ მეტად გულღია გახადოთ.

ტყუპები ♊

ნუ დახარბდებით სწრაფ შემოსავალზე და ახლობლებთან ურთიერთობას ზედმეტად პრაგმატულს ნუ გახდით. ძველი ოცნებები შესაძლოა ილუზიად მოგეჩვენოთ, რაც ახალი გეგმებისა და მიზნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს

კირჩხიბი ♋

მოიმატებს ენერგიულობა და გაგიადვილდებათ ახალი კავშირების დამყარება. კარგი დროა ახალი პროექტების დასაწყებად. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არაა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მეტად ტაქტიანი იყავით.

ლომი ♌

ეცადეთ ყველა თქვენი პრობლემა ახლობლებს არ მოახვიოთ თავს. კარგი დროა ასაკით უფროს ადამიანებთან საკონტაქტოდ. უცხოეთიდან შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც განაპირობებს თქვენს სამომავლო გეგმებს. მოგზაურობის დასაწყებად კი, სხვა დროს სჯობს შეარჩიოთ.

ქალწული ♍

გაიზრდება სასიცოცხლო ენერგია და შრომისუნარიანობა, რაც გაგიადვილებთ მოქმედებას. პირად ცხოვრებაში ცვლილებები დამოკიდებული იქნება სასიყვარულო პარტნიორის განწყობასა და მიზნებზე. ეცადეთ არ დაარღვიოთ წესები და კანონები.

სასწორი ♎

ენერგია დაიწყებს დაქვეითებას. საქმეების დაწყება რეკომენდებული ჯერ არაა, რადგან გაგიჭირდებათ პრობლემის ძირეულად დანახვაც და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. ეცადეთ დრო დაუთმოთ ჯანმრთელობის საკითხებს და ხშირად შეისვენოთ.

მორიელი ♏

მოიმატებს სასიცოცხლო პოტენციალი. კარგი დროა ჯანმრთელობის გასაკაჟებლად, ახალი ნივთების შესაძენად, სახლის გასალამაზებლად. მოერიდეთ საქმიან პარტნიორთან ან თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობას.

მშვილდოსანი ♐

რთულად განვითარდება ახალ ადამიანებთან ურთიერთობა და შემდგომში მათ შესაძლოა პრობლემებიც შეგიქმნან. მოგზაურობა გადადეთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ოჯახური და სასიყვარულო კონფლიქტებისთვის თავის ასარიდებლად კარგია განმარტოება.

თხის რქა ♑

შემოსავალს მოგიტანთ ინტელექტუალური საქმიანობა. მოერიდეთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას. ოჯახის წევრებთან, ან საყვარელ ადამიანთან არსებობს დაპირისპირების საშიშროება. გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილე გმართებთ.

მერწყული ♒

ახალი საქმის დაწყება სჯობს ცოტა ხნით გადადოთ. კარგი დროა მეგობრებთან დროის გასატარებლად, არსებული პრობლემების განსახილველად, ცოდნის გასაღრმავებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სტუმრად ყოფნისას შესაძლოა ახალი ადამიანები გაიცნოთ ან დაამყაროთ ახალი რომანტიკული ურთიერთობა.

თევზები ♓

ნელ-ნელა დაიწყებს მომატებას სასიცოცხლო ენერგია და გაიზრდება აქტიურობა. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ სხვების რჩევებს. ოპტიმისტური განწყობა დაგეხმარებათ სწრაფად მუშაობასა და ოჯახური და პირადი პრობლემების მოგვარებაში. საყვარელი ადამიანისაგან, მუდმივად იგრძნობთ მხარდაჭერას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×