დახურვა
სტილი
19.12.2023

2024 წელი გვიახლოვდება.

ასტროლოგებმა დაასახელეს 5 ფერი, რომლებიც 2024 წლის მთავარ სიმბოლოს, მწვანე ხის დრაკონს, განსაკუთრებით მოსწონს და თუ აღნიშნული ტონების სამოსს აირჩევთ, მისგან კეთილგანწყობას დაიმსახურებთ და წარმატებასაც მიაღწევთ:

მწვანე

მწვანე ხის დრაკონის ერთ-ერთი ფავორიტი ფერი მწვანეა. ამიტომაც, აღნიშნული ფერი არა მხოლოდ ახალი წლის საღამოს, არამედ 2024 წლის განმავლობაში სულ აქტუალური და მოთხოვნადი იქნება. შეგიძლიათ, მწვანე ფერის ბევრი სხვადასხვა ვარიაცია სცადოთ და სასურველი სამოსი შეარჩიოთ. ასტროლოგების თქმით, დრაკონი მწვანე ფერს განსაკუთრებით აფასებს და ადამიანებს წარმატებისა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება.

ოქროსფერი

ოქროსფერი სიუხვისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ასტროლოგების თქმით, დრაკონს ეს ფერი ძალიან მოსწონს. ამიტომაც, თუკი 2024 წელთან შესახვედრად აღნიშნული ფერის სამოსს აირჩევთ, მის კეთილგანწყობას მოიპოვებთ. ითვლება, რომ ამ გზით მთელი წლის განმავლობაში სიმდიდრესა და სიუხვეს კარს გაუღებთ და წარმატებას მიაღწევთ.

წითელი

დრაკონს გამბედავი, მამაცი ადამიანები განსაკუთრებით უყვარს და მათ ყველა წამოწყებას წაახალისებს. წითელი კი ფერთა პალიტრაში ყველაზე ამბიციური და ძლიერი ენერგიის ფერია. ამიტომაც, წლის მთავარი სიმბოლო მას დიდ პატივს სცემს.

ვერცხლისფერი

ვერცხლისფერი, ისევე, როგორც ოქროსფერი, სიუხვის სიმბოლოა და დრაკონს ძალიან მოსწონს. ამიტომ, თუ გსურთ, 2024 წელს ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა მოიზიდოთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ აღნიშნულ ფერზე გააკეთოთ არჩევანი.

იასამნისფერი

იცოდით, რომ სიმდიდრისა და ფუფუნების ერთ-ერთი მთავარი ფერი იასამნისფერია? დრაკონს ეს ფერი ძალიან მოსწონს, ამიტომ 2024 წელთან შესახვედრად თამამად შეგიძლიათ, აირჩიოთ. არ არის აუცილებელი, ყველა ნივთი იასამნისფერი იყოს. მცირე დეტალებიც კი საკმარისია.

"დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×