დახურვა
სტილი
23.12.2023

კურო (21 აპრილი - 20 მაისი)

სადღესასწაულო პერიოდი თქვენს რომანტიკულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიტანს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, მნიშვნელოვან ადამიანს სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად შეხვდეთ, ან კიდევ არსებული ურთიერთობა გადააფასოთ, მოიკრიბოთ გამბედაობა, სიყვარულში გამოუტყდეთ იმას, ვინც ახლა თქვენ გვერდითაა. ასევე, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ პოტენციური შეყვარებული უკვე ახალი წლის საღამოს ემოციურ ტექსტს მოგწერთ და გაგრძნობინეთ, რომ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

სადღესასწაულო დღეები თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს. ვინაიდან, პლანეტა ვენერა მორიელის ნიშანშია, ის ურთიერთობა, რომელიც ახლა გაქვთ, კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ მარტოხელა ხართ, დიდი შანსია, რომ ამ პერიოდში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას მთლიანად შეცვლის და ბედნიერ თავგადასავალს გაჩუქებთ. ნუ შეგეშინდებათ ემოციების გამოხატვისა და გრძნობების მიღების. ამავდროულად, 29 დეკემბერს პლანეტა ვენერა მშვილდოსნის ნიშანში გადადის, რაც რომანტიკული ურთიერთობებისათვის ხელსაყრელ პერიოდს ქმნის. ამიტომ, ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გააძლიეროთ, ან შეხვდეთ ადამიანს, რომელიც სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

როგორც ასტროლოგები ამბობენ, სადღესასწაულო დღეები ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის მართლაც ჯადოსნური იქნება. მორიელის ნიშანში პლანეტა ვენერას არსებობა ხელსაყრელ ასპექტს ქმნის, რომ ერთი მხრივ, თუკი პარტნიორი გყავთ, მისი ყველაზე კარგი თვისებები ხელახლა აღმოაჩინოთ. ხოლო, თუ მარტოხელა ხართ, საბოლოოდ შეხვდეთ იმას, ვინც გაგიგებთ, თქვენს ემოციებსა და გრძნობებს გაიზიარებს და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. რაც მთავარია, იმ ადამიანს, რომელიც არ შეგეფერებათ და თქვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, საბოლოოდ დაუტოვებთ 2023 წელს და 2024 წლიდან განახლებულ ეტაპს დაიწყებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×