დახურვა
სტილი
25.12.2023

ვერძი - მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ საქმიანი შეხვედრების გამართვას და ხელშეკრულებების გაფორმებას, შემოსავლის დამატებითი წყაროს მოძიებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოგვარებისა და ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

კურო - საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. მოიმატებს შრომისუნარიანობა და ოპტიმიზმი, რაც ძველი საქმეების დასრულებასა და ახალი პროექტების დაწყებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ შვებულებით და მოიწყოთ საახალწლო არდადეგები.

ტყუპები - მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. შეძლებთ პრაგმატულად მოქმედებას და სწორი არჩევანის გაკეთებას. მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რადგან მაღალია ავარიების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს საკუთარ გეგმებზე საუბარი და საიდუმლოს გათქმა. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პრობლემებისგან თავის დაღწევას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

კირჩხიბი - მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენას, კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას, არაა გამორიცხული დაწინაურდეთ ან მოიძიოთ ახალი, მეტად პერსპექტიული სამსახური. მთავარია იმოქმედოთ პრაგმატულად, არ აჰყვეთ ცდუნებებს და ილუზიებს.

ლომი - საკმაოდ კარგი კვირაა. შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, ავტორიტეტის განმტკიცებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები ძველი პროექტებიდან. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, რათა თქვენი უკმეხობა არ გახდეს კონფლიქტის მიზეზი. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არ ღირს ზედმეტად გადაღლა, უმჯობესია თანაბრად გაანაწილოთ დრო საქმესა და დასვენებაზე.

ქალწული - საკმაოდ კარგი კვირაა. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, რაც ძველი პროექტების დასრულებასა და ახალი იდეების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად, რადგან სწრაფად მონახავთ საერთო ენას და თქვენთვის სასარგებლოდ გადაჭრით საკამათო საკითხებს. კარგი პერიოდია კონკურსებში მონაწილეობისთვის, რადგან სწორედ ახლა გაქვთ გამარჯვების და გარკვეული ფინანსური დივიდენდების მიღების შანსი.

სასწორი - საკმაოდ სტაბილური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, პარტნიორებთან საერთო ენის მოძიებას, მოლაპარაკებას და ძველი უთანხმოების მოგვარებას. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად და სახლში მეტი კომფორტის შესაქმნელად, ახალი პროექტების დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, თუმცა არ ღირს ფულის ზედმეტად ხარჯვა და მსხვილი საყიდლების გაკეთება, ინვესტიციების განხორციელება და კაპიტალის დაბანდება.

მორიელი - მეტად პოზიტიური კვირაა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, გაძლიერებული ინტუიციის ფონზე კი, შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას. ეცადეთ ამ კვირაში გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან სწორად ახლა გაქვთ თქვენთვის სასურველი შედეგის მიღების შანსი. კარგი პერიოდია შეხვედრების მოსაწყობად, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად და საკუთარი პროექტების წარსადგენად. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ახლა მიღებული ინფორმაცია დაგეხმაროთ მომავალ წელს წარმატების მიღწევაში.

მშვილდოსანი - საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, მოლაპარაკებების გამართვას და თქვენთვის სასურველი შედეგის მიღებას. ეცადეთ სწორედ ამ კვირაში გადაწყვიტოთ ყველა საკამათო საკითხი, რადგან ახლა გაქვთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიების საუკეთესო შანსი. კარგი პერიოდია ავტორიტეტის გამყარებისთვის, ახალი პროექტების დაწყებისა და ხელმძღვანელებისთვის საკუთარი შეთავაზებებით მიმართვისთვის. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები ძველი პროექტებიდან.

თხის რქა - მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირა მშვიდი და ჰარმონიული იქნება. მოიმატებს გონებამახვილობა და მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი, რაც მიმდინარე პროცესების გაკონტროლებასა და თქვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია საუკეთესო უნარების, ლიდერული თვისებების გამოვლენისა და დაწინაურებისთვის, თუმცა არ ღირს ავტორიტეტის ბოროტად გამოყენება და უპირატესობებით სარგებლობა, რათა არ გააღიზიანოთ კოლეგები და ხელმძღვანელები. მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რადგან სწორედ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანების გააზრება დაგეხმარებათ ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში.

მერწყული - მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რომელიც პირველ რიგში ძველი პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენოთ, რათა ძველ წელს დაუტოვოთ ყველა უსიამოვნება და ენთუზიაზმით, ახალი იდეებით შეხვდეთ მომავალ წელს. კარგი პერიოდია დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, ენას კბილი დააჭიროთ და არ ისაუბროთ საკუთარ გეგმებზე.

თევზები - საკმაოდ კარგი კვირაა. გააქტიურდით, გამოიჩინეთ მეტი ენთუზიაზმი და კომუნიკაბელურობა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიების და არა მხოლოდ ძველი უსიამოვნებების მოგვარების, არამედ თანამოაზრეებისა და ახალი პარტნიორების მოძიების საუკეთესო შანსი. გამოიყენეთ ეს კვირა ძველი საქმეების დასრულებისა და მომავალი წლის გეგმების დასახვისთვის.

გეომაგნიტური დღეები - 26, 27, 29 და 31 დეკემბერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×