დახურვა
სტილი
28.12.2023

მათ, ვისაც არ შეეშინდება მომავალ წელს ინიციატივის გამოვლენა, წლის მფლობელი დრაკონი წარმატებისთვის ბევრ შანსს მისცემს და თუ მოინდომებს, დიდი ხნის გეგმების განხორციელებასაც კი შეძლებს. ყველაზე დიდი წარმატება ელის მას, ვინც მიზანმიმართულია და მოწადინებულია ცოდნა გაიღრმაოს.

ვირთხა - 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020. გაძლიერდება შემოქმედებითი უნარები. მთავარია, აკეთოთ ის, რაც მოგწონთ და გიყვართ. იყავით კრეატიული და მიზანდასახული, 2024 წელს ენერგია საკმაოდ მაღალია და იღბალიც კარგია.

ხარი - 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021.

წლის მთავარი თემა ოჯახი და სახლია. აუცილებელია, შეიქმნათ საიმედო ნავსაყუდელი ბინაში. მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება მიაქციოთ უფროსი თაობის რჩევებს და დაეუფლოთ მეტ ცოდნას.

ვეფხვი - 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022.დრაკონის წელს მოიმატებს ვეფხვების სოციალური აქტივობა: ადამიანებთან ურთიერთობა, მოგზაურობა, ახლის შესწავლა. ასე რომ, მომავალი წელი შესანიშნავი დროა შემოქმედებით იდეების განხორციელებისთვის. მთავარია, იყოთ აქტიური, კომუნიკაბელური და მზად ახალი ცოდნის მისაღებად.

კურდღელი - 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023წლის მთავარი თემაა ფინანსები, რესურსები, მატერიალური კეთილდღეობა. უნდა იმუშაოთ, იშოვოთ, დააგროვოთ, მაგრამ ზედმეტად არ დახარჯოთ. თქვენ უნდა შეიქმნათ ფინანსური უსაფრთხოება, დააგროვოთ ენერგია, იზრუნოთ თქვენს სხეულზე, ჯანმრთელობაზე, იყოთ გულუხვი, საყვარელ ადამიანები გაანებივროთ საჩუქრებით. დრაკონი - 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012.უნდა იყოთ პასუხისმგებლობიანი თქვენს ქმედებებში. თქვენი ავტორიტეტი და გავლენის სფერო მნიშვნელოვნად გაძლიერდება და გაიზრდება. უფრო გავლენიანი გახდებით. თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები გაიხსნება. დაიცავით წესები და კანონი.

გველი - 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013. დრაკონის წელში გველებს საკუთარ შინაგან სამყაროში გარკვევა მოუწევთ. ამიტომ, მთავარია, რეალურად მიუდგეთ ყველა მოვლენას, არ აჰყვეთ ემოციებსა და ფანტაზიებს და გონივრულად გადადგათ თითოეული ნაბიჯი.

ცხენი - 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014.მომავალ წელს გარკვეული ტვირთისგან გათავისუფლდებით. მოგეცემათ გეგმებისა და იმედების განხორციელების შესაძლებლობა. გამოჩნდებიან ახალი მეგობრები და თანამოაზრეები. მნიშვნელოვანია გუნდში ყოფნა, ერთობლივი პროექტები და სოციალური აქტივობები. შეიძლება, მოგიწიოთ მკვეთრი ცვლილებები იმიჯში, მონაცვლეობა განვითარებაში, ახალი მიმართულებების არჩევა.

თხა - 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015.ეს არის კარიერული ზრდის წელი. პასუხისმგებლობაც გაიზრდება. თქვენ უნდა დაიკავოთ უმაღლესი პოზიციები, არ შეგეშინდეთ ზრდისა და გაფართოების. ეცადეთ, გამოიმუშაოთ ლიდერის თვისებები.

მაიმუნი - 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016 მომავალ წელს მაიმუნები მსოფლმხედველობის გაფართოებას დაიწყებენ, რაშიც მათ დაეხმარებათ სწავლა, მოგზაურობა, სულიერ მასწავლებელთან შეხვედრა. შესაძლოა, პროფესიის რადიკალურად შეცვლა. მთავარია გააზრებული ნაბიჯების გადადგმა და ყველაფერი გამოგივათ.

მამალი - 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017.წელი საკმაოდ სარისკო და მღელვარების მომტანი იქნება, რადგან მოგინდებათ საკუთარი თავის გამოცდა ექსტრემალურ გარემოებებში. თუმცა რისკი კარგად გააზრებული უნდა იყოს. მომავალ წელს თამამად შეგიძლიათ კარგი ინვესტიციების გაკეთება.

ძაღლი - 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018.

2024 წელიწადი ძაღლებისთვის საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან კომუნიკაციის წელი იქნება. მნიშვნელოვანია, არ დაიხიოთ უკან, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და არ დაიმალოთ. ისწავლოთ მოლაპარაკება, კომპრომისზე წასვლა.

ღორი - 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019.ბევრი შრომა მოგიწევთ, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ. არ დაივიწყოთ თქვენი საყვარელი ადამიანები, მათ დასჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა. აგრეთვე იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაიძლიერეთ სხეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×