დახურვა
სტილი
10.01.2024

2024 წელი ზოგიერთი ურთიერთობისათვის შესაძლოა, ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდეს, რადგანაც მიმდინარე წელს ვერძისა და სასწორის ნიშნებში დაბნელებები გვექნება, რაც ქორწინებისა და ურთიერთობების თემაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, 2024 წლის თებერვალში მარსისა და ვენერას ახალი ციკლი იწყება. ზოდიაქოს ამ 5 ნიშნისთვის აღნიშნული პერიოდი შესაძლოა, განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდეს:

2024 წლის 25 მარტიდან 8 აპრილამდე, ასევე 18 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით - დაბნელებების პერიოდში ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ქორწინებასა და არსებულ ურთიერთობას განსხვავებული თვალით შეხედავენ და შესაძლოა, აღმოაჩინონ, რომ მეუღლე, შეყვარებული, პარტნიორი სულაც არ შეესაბამება იმ შეხედულებებს, რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ. მიხვდებით, რომ ახლა გააზრებული და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების დროა და შესაძლოა, საბოლოოდ დაშორება

ასწორი წარსულის კვანძი სასწორში გადადის, ივნისის ბოლოდან კი თქვენს ნიშანში შავი მთვარე შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პირად ურთიერთობებში შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენი მეორე ნახევრის მიმართ ინტერესი გაგიქრეთ და აღმოაჩინოთ, რომ ეს ურთიერთობა ერთ ადგილზეა გაყინული, აღარ ვითარდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის სექტემბერი განსაკუთრებით რთული იქნება - შავი მთვარე თქვენს მმართველ პლანეტას, ვენერას დაუკავშირდება, რამაც შესაძლოა ქორწინებისა და ურთიერთობების თვალსაზრისით, სირთულეები მოგიტანოთ და დაშორებამდე მიხვიდეთ.

ქალწული თევზების ნიშანში დაბნელება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. 2024 წლის განმავლობაში დაემშვიდობებით არასაჭირო ურთიერთობებს. მოგიწევთ, უარი თქვათ იმაზე, რასაც განვითარებისა და გამრავალფეროვნების შანსი აღარ აქვს და უძრავადაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამავდროულად, თქვენს ცხოვრებაში ღირსეული პარტნიორი შემოვა, რომელიც ნეგატიურ გამოცდილებას დაგავიწყებთ და მოგცემთ მოტივაციას, რომ ახალი ეტაპი დაიწყოთ.

მშვილდოსანი

როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, 2024 წელს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება იმდენად საინტერესო ადამიანი, რომ არსებულ ურთიერთობაზე უარის თქმა, პარტნიორთან, შეყვარებულთან, მეუღლესთან დაშორება და მასთან ახალი ეტაპის დაწყება მოგიწევთ. განსაკუთრებით საყურადღებო თარიღია 2 ოქტომბერი, როდესაც სასწორის ნიშანში დაბნელებაა და 17 ოქტომბერი, როდესაც ვერძის ნიშანში სავსე მთვარეა.

ტყუპები2024 წლის აპრილსა და მაისში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ სიყვარულსა და თავგადასავალს შემოიტანს. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს არსებული ურთიერთობისათვის ნამდვილი გამოცდა იქნება. შესაძლოა, შეყვარებულს, პარტნიორს დაშორდეთ და ახალი ურთიერთობა დაიწყოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის დაქორწინებულ წარმომადგენლებს ურთიერთობებში ასევე სირთულეები ელით. ივნისის ბოლოს თქვენს ნიშანში შავი მთვარე შემოდის და შესაძლოა, არსებული უთანხმოებების ფონზე, განქორწინების ზღვარზეც კი დადგეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×