დახურვა
სტილი
11.01.2024

2024 წლის და სასწაულმოქმედი შობის დღესასწაულის შემდეგ დღეს პირველი ახალმთვარეობაა. ასევე ნუმეროლოგიურად მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც კოსმოსში სამი ერთიანის 111 ენერგიაა. ეს დღე საკრალურია. ამიტომ მადლიერებით გავუშვათ მანამდე არსებული ძველი და მადლიერებით მივიღოთ ახალი. საუკეთესო პერიოდია აისრულოთ ოცნებები, გაუშვათ სამყაროში გრძელვადიანი გეგმების, მიზნების და სურვილების იმპულსები.

2024 წლის 11 იანვარს ახალი მთვარე გაძლევთ შანსს, რომ თქვენი ცხოვრების მომდევნო 12 თვე დაგეგმოთ და მიზნებისა და განსახორციელებელი საქმეების შესახებ ჩანაწერები გააკეთოთ. ასე წარმატების მიღწევა გაცილებით გაგიადვილდებათ.

დრაკონი, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ყველაზე შრომისმოყვარე ნიშანია და ადამიანების თავდადებას განსაკუთრებით აფასებთ. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ წლის განმავლობაში წარმატებას მიაღწიოთ, ახალი მთვარის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეთ - წამოიწყეთ ახალი საქმეები, დაიწყეთ რაიმეს შესწავლა, იყავით აქტიური და შრომისმოყვარე. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება.

რა არ უნდა გააკეთოთ ახალი მთვარის პერიოდში?

გაითვალისწინეთ, რომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება ახალი მთვარის პერიოდში განსაკუთრებით სარისკოა, რადგანაც ადამიანები, როგორც წესი, მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ. ნუ გადაწყვეტთ დიდი თანხის რაიმეში დაბანდებას, შეძენას, ასევე, საცხოვრებლის, სამსახურის შეცვლას, იმიჯის მკვეთრ ცვლილებას, საყვარელ ადამიანთან დაშორებას. მომდევნო დღეებში თქვენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეაფასეთ და შემდეგ განახორციელეთ.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×