დახურვა
სტილი
15.01.2024

თუკი 2024 წლის იანვრისთვის ბევრი გეგმა გქონდათ, მაგრამ ჯერჯერობით, წარმატების მიღწევა ვერ შეძელით, შედეგების შეჯამებას ნუ იჩქარებთ - წინ თვის მეორე ნახევარია. ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც თვის ბოლომდე განსაკუთრებით გაუმართლებს და მიზნების მიღწევას შეძლებენ:

კურო

2024 წლის იანვრის ბოლოსკენ ნამდვილი სიურპრიზი და დიდი სიხარული გელოდებათ! როგორც ასტროლოგები ამბობენ, თვის ბოლოსკენ მნიშვნელოვან აღიარებას, დაფასებას, თქვენი შრომისა და თავდადების შესაბამისად ანაზღაურებას მიიღებთ, თავს ბედნიერად იგრძნობთ, მოტივაცია კიდევ უფრო მეტად გაგეზრდებათ და ფინანსური თვალსაზრისითაც, დაწინაურდებით. შეგეძლებათ, საკუთარ თავს უყიდოთ, აჩუქოთ ის, რაც ძალიან გინდოდათ, მაგრამ აქამდე ფინანსები არ გყოფნიდათ და სხვა პრიორიტეტები გქონდათ.

ტყუპები

2024 წლის იანვრის ბოლო ტყუპებისთვის პირადი, თუ კარიერული თვალსაზრისით, შესაძლოა, ოცნებების ახდენისა და დიდი გამართლების პერიოდი იყოს. თუ დიდი ხანია, სამსახურის შეცვლა, პოვნა, სასურველი საქმის წამოწყება გინდოდათ, ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ ოცნების საქმეს მიაგნოთ. ასევე, თუკი დიდი ხანია, პირად ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხის მოგვარება გსურდათ, ამისთვის ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა გეძლევათ. მთავარია, კომფორტის ზონიდან გასვლისა და სიახლეების არ შეგეშინდეთ. სხვა მხრივ, თვის ბოლოსკენ თქვენთვის კარგი პერიოდია, რომ ის ცვლილებები დაგეგმოთ, რომლებიც აქამდე გინდოდათ, მაგრამ დრო და მოტივაცია არ გყოფნიდათ.

მორიელი

2024 წლის იანვრის ბოლო მორიელებისათვის სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, დიდი სიახლეებისა და მნიშვნელოვანი ამბების მომტანი იქნება. თუკი მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში არაერთ სიახლესა და ბედნიერ დღეს შემოიტანს. თუ ურთიერთობაში ხართ, დიდი შანსია, რომ ნიშნობის, ქორწინების გადაწყვეტილება მიიღოთ. დაქორწინებულ წყვილებს კი ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტი ჰარმონია და სიყვარული ელით. ზოგჯერ გადაჭარბებული სიფრთხილე და ეჭვი ხელს გიშლით, რომ ბედნიერი იყოთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ცვლილებებისა და სიახლეების არ შეგეშინდეთ და საკუთარი ბედნიერებისათვის თავადაც გადადგათ ნაბიჯები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×