დახურვა
სტილი
18.01.2024

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში - 12:00-დან 12:15 საათამდე, განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სიმშვიდის და სტაბილურობის დღეა! თავი შეიკავეთ ყვირილისა და ჩხუბისგან, მოერიდეთ სხვათა გაკიცხვას და განკითხვას

არ ღირს გრძელვადიანი გეგმების დასახვა, უმჯობესია გადაჭრათ მიმდინარე პრობლემები.

მოერიდეთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე - სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის

ჯანმრთელობა - გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა თმის, სახის კანის მკურნალობისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები - მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები - იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.

წყარო - primetime.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×