დახურვა
სტილი
17.02.2024

2024 წლის 24 თებერვალს ქალწულის ნიშანში სავსე მთვარეა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ქალწული ძალიან მოწესრიგებულ და პუნქტუალურ ნიშნად ითვლება. მას სიზარმაცე, საქმეების გაჭიანურება, რაიმეს მოგვიანებით გადადება არ უყვარს. ამიტომაც, ეს დღე შესანიშნავია იმისათვის, რომ დაწყებული საქმეები საბოლოოდ დაასრულოთ. შესაბამის მოტივაციასაც იგრძნობთ და გაგიჩნდებათ სურვილი, წერტილი დაუსვათ იმას, რაც დიდი ხანია, დაიწყეთ, მაგრამ დროში გაგეწელათ.

ქალწული პასუხისმგებლიანი ნიშანია, ამიტომაც სავსემთვარეობის დღეს მოგიწევთ, პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე, რასაც დიდი ხანია, გაურბოდით ან აღიარება არ გინდოდათ.

მომატებული შფოთვა, ემოციურობა სავსე მთვარის დროს ხშირია. ამ პერიოდში ჩვენი ინტუიცია ყოველთვის გააქტიურებულია და როგორც წესი, მოსალოდნელ ამბებს წინასწარ გამოვიცნობთ ხოლმე.

24 თებერვალს შესაძლოა, სევდამ, ნოსტალგიამ შეგიპყროთ და მოტივაცია დაკარგოთ. გამოჩნდნენ წარსულში დატოვებული ადამიანები და მათთან ერთად, საერთო მოგონებებიც. არ არის გამორიცხული, თუ ყოფილი შეყვარებული, პარტნიორი კვლავ შეხვედრას გთხოვთ და დილემის წინაშე დადგებით - საბოლოოდ დაემშვიდობოთ მას, თუ კიდევ ერთი შანსი მისცეთ.2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარე ყველაზე დიდ გავლენას ჰაერის ნიშნებზე მოახდენს. ამიტომაც, მერწყულებმა, ტყუპებმა და სასწორებმა ამ დღეს შედარებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, დრო საკუთარ თავს დაუთმონ, საყვარელი აქტივობებით დაკავდნენ, რომ გაზრდილი ემოციური ფონის გამო, შეცდომები არ დაუშვან და კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. (ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარე კარიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან სიახლეებსა და ცვლილებებს მოუტანს - ასტროლოგები ასახელებენ)

ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს შესაძლოა, გაუთვალისწინებელი ხარჯები შეხვდეთ და ამავდროულად, სავსე მთვარის დღეს თავადაც გადაწყვიტონ ბევრი სხვადასხვა ნივთის ყიდვა. გაითვალისწინეთ, იმპულსური შესყიდვები შესაძლოა, მომატებული ემოციური ფონის გამო გადაწყვიტოთ, შემდეგ დღეებში კი აღმოაჩინოთ, რომ სულაც არ გჭირდებოდათ და თანხა უმიზნოდ დახარჯეთ...

მიწისა და წყლის ნიშნებისთვის კი 24 თებერვლის სავსე მთვარე შედარებით მშვიდად ჩაივლის. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმებზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგან.

რა უნდა გააკეთოთ 2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარის დროს?

სავსე მთვარის დღეს დრო სამომავლო გეგმების შედგენას დაუთმეთ. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ, რა გინდათ, რომ გააუმჯობესოთ და შემდეგ განხორციელებაზეც იფიქრეთ.

ამ დღეს გეგმების ჩამოწერა, სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა განსაკუთრებით სასარგებლოა და დასახულ მიზნამდე აუცილებლად მიგიყვანთ.

შესანიშნავი დღეა საქმეების დასასრულებლად, მოსაწესრიგებლად, ასევე, ადამიანებთან ურთიერთობის საბოლოოდ გასარკვევად.

დრო მედიტაციას, სულიერ განვითარებას, საყვარელი საქმეების გაკეთებას დაუთმეთ. ეს დიდ მოტივაციას მოგცემთ და დაგეხმარებათ, რომ არასასიამოვნო ფიქრები და განწყობა თავიდან აირიდოთ.

რა არ უნდა გააკეთოთ 2024 წლის 24 თებერვლის სავსე მთვარის დღეს?

პირველ რიგში, არც ერთ შემთხვევაში არ ჩაერთოთ კამათსა და კონფლიქტურ სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს, საქმიან პარტნიორებს განსაკუთრებით აწყენინოთ და არასასურველი შედეგი მიიღოთ. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და საკითხები მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტოთ.

ნუ მიიღებთ რადიკალურ და იმპულსურ გადაწყვეტილებებს. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, არასწორი მიმართულება აირჩიოთ.

სავსე მთვარის დღეს ყველაზე რთული ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრას ნუ მოინდომებთ. შესაძლოა, ემოციებმა ამ შემთხვევაშიც ხელი შეგიშალოთ.

ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს! კიდევ ერთხელ - შესაძლოა, მომატებულმა ემოციურმა ფონმა მოვლენების ობიექტურად შეფასება გაართულოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×