დახურვა
სტილი
02.04.2024

ასტროლოგები ყოველი თვისთვის კონკრეტულ დღეებს ასახელებენ და ამბობენ, რომ აღნიშნულ თარიღებში ადამიანებს იმაზე მეტი ძალა და ენერგია აქვთ, ვიდრე თვის სხვა პერიოდში. შესაბამისად, ეს დღეები საინტერესო პროექტების წამოსაწყებად და დასაგეგმად, მიზნების განსახორციელებლად შესანიშნავია. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, ამ დღეებში წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი არსებობს და ადამიანებიც მომატებულ ენერგიას, ძალასა და მოტივაციას გრძნობენ.

2024 წლის აპრილისთვის ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი დღეებია:

2024 წლის 4 აპრილი - სარკისებური თარიღი

2024 წლის 4 აპრილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღია და მას სარკისებურსაც უწოდებენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს წარმატების მიღწევის დიდი შანსი არსებობს. ამიტომაც, თუკი რაიმე მნიშვნელოვანი გეგმა გაქვთ, რაიმეს დაწყებას, განხორციელებას აპირებთ, გსურთ საყვარელ ადამიანს დაელაპარაკოთ, საქმიანი მოლაპარაკებები აწარმოოთ, შეგიძლიათ, აღნიშნულ დღეს დაგეგმოთ. შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

2024 წლის 21 აპრილი - მზისა და პლანეტა პლუტონის კვადრატურა

21 აპრილი ემოციურად ძალიან დატვირთული დღე იქნება, რადგანაც მზე პლანეტა პლუტონთან ჰარმონიულ პოზიციაშია. სიკეთე, პოზიტიურობა, გახსნილი კომუნიკაცია, ურთიერთდახმარების სურვილი - ამ დღეს ეს საკითხები განსაკუთრებით პოპულარული იქნება.გაცემული სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, კონფლიქტების მოსაგვარებლად. მარტოხელა ადამიანებს კი აქვთ შანსი, ცხოვრების მეგზურს შეხვდნენ და საინტერესო თავგადასავალი შექმნან.

2024 წლის 26 აპრილი - პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს

2024 წლის 26 აპრილს პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და შესაბამისად, ყველა ის სფერო, რომლებსაც აღნიშნული პლანეტა განაგებს, კვლავ გამართულად და სრული დატვირთვით იმუშავებს. ამ დღეს შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა ფინანსური კეთილდღეობა მოიპოვოს, დამატებითი თანხა, ბონუსი, წახალისება, მოულოდნელი საჩუქარი, ახალი შეთავაზება მიიღოს და დაწინაურდეს.

2024 წლის 29 აპრილი - პლანეტა ვენერა კუროს ნიშანში გადადის

პლანეტა ვენერა მოგცემთ შანსს, რომ თქვენი ოცნებებისა და მიზნებისაკენ რეალური ნაბიჯები გადადგათ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ. მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ და იმაზე მარტივად გამოგივათ ყველაფერი, ვიდრე სხვა პერიოდში. ამიტომაც, შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×