დახურვა
სტილი
03.04.2024

2024 წლის 8 აპრილს ვერძის ნიშანში მზის დაბნელება ურთიერთობებისა და კონტრაქტების ღერძზე მოხდება. ამავდროულად, მზისა და მთვარის გვერდით ფინანსების მმართველი პლანეტა, ვენერაც იქნება. ამიტომაც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა ბევრ ადამიანს ფინანსური თვალსაზრისით არაერთ სიახლესა და ცვლილებას მოუტანს.

მერწყული

2024 წლის 8 აპრილის მზის დაბნელება კომუნიკაციისა და დოკუმენტების სექტორში ხდება. ამიტომაც, ამ მიმართულებით შესაძლოა, პოზიტიური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდეთ, მოლაპარაკებებმა გაამართლოს და თქვენთვის მომგებიანი თანამშრომლობა დაიწყოთ, რაც სამომავლოდ ფინანსურ კეთილდღეობასა და დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ამავდროულად, მიმდინარე დღეებში, ვიდრე თქვენს ცხოვრებაში მომგებიანი პერსპექტივა შემოვა, შესაძლოა, ძველმა ფინანსურმა ვალდებულებებმა თავი შეგახსენოთ და დისკომფორტი იგრძნოთ. თუმცა, ნუ ინერვიულებთ. 25 აპრილისათვის ყველა ის საკითხი, რაც ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, მნიშვნელოვნად შეიცვლება და თავს თავისუფლად იგრძნობთ.

ქალწული

2024 წლის 8 აპრილის მზის დაბნელება თქვენი ოჯახის კაპიტალის სექტორში ხდება. ამიტომაც, შესაძლოა, ფინანსური თვალსაზრისით სიახლეები და ცვლილებები ოჯახის წევრებმა, საყვარელმა ადამიანებმა იგრძნონ და ეს გავლენა თქვენზეც აისახოს. არ არის გამორიცხული, მათ სერიოზული შეთავაზებები მიიღონ, ან ხელსაყრელი საქმეები წამოიწყონ. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამავე პერიოდში რეტროგრადული მერკურიცაა, რამაც შესაძლოა, იპოთეკის, სესხის, მემკვიდრეობის ან უძრავი ქონების გაყიდვის პროცესი მნიშვნელოვნად შეანელოს და თუ ამ მიმართულებით რაიმე გაქვთ დაგეგმილი, ჯობს თვის ბოლოსკენ გადადოთ.გარდა ამისა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველა დოკუმენტი, მნიშვნელოვანი ხელშეკრულება საგულდაგულოდ გადაამოწმოთ, რომ მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდეთ.

თევზები

2024 წლის 8 აპრილის დაბნელება თქვენს სახელფასო სექტორში იქნება. ამიტომაც, შესანიშნავი დროა, მენეჯერს, უფროსს ხელფასის გაზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე დაელაპარაკოთ. გარდა ამისა, მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც თქვენს თავდაჯერებულობაზეც დადებითად აისახება და გაგიჩნდებათ ამბიცია, რომ განახორციელოთ ის, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ დრო და შემართება არ გყოფნიდათ. ნებისმიერი ფინანსური სირთულე დროებითია. ამიტომაც, გაანებივრეთ საკუთარი თავი და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას იგრძნობთ.

ვერძი

მზის დაბნელება თქვენს ნიშანშია, რაც გაძლევთ საშუალებას, დიდი ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროში დაგეგმოთ. ეს, რა თქმა უნდა, ფინანსებსაც ეხება. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოულოდნელი სიახლეების წინაშე აღმოჩნდებით. კარგად დააკვირდით თითოეულ შეთავაზებას და განვითარების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. ახლა გაქვთ შესაძლებლობა, წარმატებით განახორციელოთ ყველა ის საქმე, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ, თუმცა პირველი ნაბიჯების გადადგმაში სულ რაღაც გიშლიდათ ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×