წინასწარი ბეჭდვითი კვლევის თანახმად, სინოვაკით აცრილებისთვის ფაიზერის ერთი დოზის დამატება აძლიერებს დაცვას, მაგრამ არ არის საკმარისი კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტისგან დასაცავად.
განვითარებად ქვეყნებში, სადაც ფართოდ გამოიყენება ჩინური ვაქცინა, „სინოვაკით“ აცრილ პირთათვის რეკომენდებულია „ფაიზერის“ ბუსტერის არა ერთი დამატებითი დოზა, არამედ 2 ბუსტერ დოზა, რათა მიაღწიონ დამცავ დონეს. კვლევა, რომელიც ჯერ არ არის განხილული, ჩაატარეს იელის უნივერსიტეტის, დომინიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა ინსტიტუტების მკვლევარებმა.