დახურვა
სტილი
13.01.2022

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, "ომიკრონის" სიმპტომები ინფიცირებიდან ორ-სამ დღეში ვლინდება.

ამასთან, CDC რეკომენდაციის თანახმად, "ომიკრონი" სიმპტომების გამოვლენიდან 5 დღის განმავლობაშია გადამდები. სწორედ ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა იზოლაციის პერიოდი 5 დღემდე შეამცირა. 

კორონავირუსის "ომიკრონ" შტამისათვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: სურდო, თავის ტკივილი, დაღლილობა (მსუბუქი ან მძიმე), ცემინება, ყელის ტკივილი.

"ომიკრონის" სიმპტომური გამოვლინება ყველაზე ხშირად ყელის ტკივილით იწყება. ამის შესახებ გამოცემა The Insider წერს.

Discovery Health-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რაიან ნოჩმა ასევე განაცხადა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებისას დაავადებულები პირველ რიგში, ყელის ტკივილს უჩივიან, რასაც იმავე ან მომდევნო დღეს მოჰყვება სურდო, მშრალი ხველა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტკივილები.

ამასთან, ექიმები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინის ბუსტერული დოზა აქვთ მიღებული, "ომიკრონს" გაციების მსგავსი მიმდინარეობა აქვს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.  

უმეტეს შემთხვევაში, ინფიცირებულთა 80%-ში, სხეულის მაღალი ტემპერატურა ინფიცირების მხოლოდ პირველი 3 დღის განმავლობაში ვლინდება, შემდეგ კი დაბლა იწევს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×