დახურვა
სტილი
26.01.2022

დედაქალაქის მერიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ არსებული მეტრომანები უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მეტრომანები არ უქმდება სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები – მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა.

აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსების და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“. – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×