დახურვა
სტილი
27.01.2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ექიმ გიორგი ღოღობერიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ანტივაქსერულ განცხადებებს ავრცელებს.

როგორც იცით, ღოღობერიძემ ფხაკაძეს მედიცინის სირცხვილი უწოდა.

„ეს პოსტი ბატონო ყოყობერიძეს [ღოღობერიძეს] უშუალოდ ეხება!  ამ ბოლო დროს ექიმებიც იქცევიან, როგორც პოლიტიკოსები. ხალხს ექცევიან, როგორც ელექტორატს... ამბობენ იმას, რაც უმრავლესობას მოსწონს... და არა იმას, რაც სწორია. ჰიპოკრატეს ფიცი სადაა?“ მე რასაც ვსაუბრობ არის კონკრეტულ ფაქტებზე (იხილეთ ჩემი პოსტები პირველადი წყაროებით) დაფუძნებული. ყველა ჩემი პოსტი, რეკომენდაცია ეფუძნება უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებაზე. ასევე მას ემატება ჩემი 25 წლიანი გამოცდილება, სად და როგორ ვმუშაობდი იხილეთ საიტზე. როგორც ახალგაზრდა ონკოლოგი წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს. კონკრეტულად, რამდენიმე თქვენი პოსტი და სატელევიზიო გამოსვლა მოვისმინე როცა თქვენ კოვიდზე საუბრობთ და თქვენ ვაქცინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობთ ისე როგორც ანტივაქსერი, ანუ ან არ ახსენებთ ან „როგორც გინდათ ისე მოიქეცითო” და ბოლო გამოსვლები ხომ საერთოდ, ის რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით არის ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. თქვენ გგონიათ გარედან არ ჩანს რომ თქვენ ცდილობთ ანტივაქსერების გულების მოგებას! და ბოლოს უშუალოდ პოსტკოვიდზე… არ იცით კოვიდი რას უშვრება ორგანიზმს?! არ იცით რომ კოვიდი სეზონური გრიპი არ არის?! არ იცით რომ კოვიდ გადატანილ ადამიანებს 60%-მდე სხვადასხვა პოსტკოვიდი ემართებათ და დიახ 37%-მდე კოვიდ გადატანილ მამაკაცების სპერმის „ხარისხი“ ქვეითდება. საჯარო პოსტების დაწერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა ახალგაზრდა ექიმისათვის ნამდვილად არ შეეფერება. თქვენგან განსხვავებით, მე ლაიკები, ფოლოვერები და რეიტინგები არ მაინტერესებს. თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს „სერვისებს” არ ვყიდი არც ტელევიზიებში არც სხვაგან. პატარა ბავშვები არ ვართ. დრო გადის მე რასაც ვამბობ ზუსტად ხდება ისე. მე ვაკრიტიკებ კოლეგებს და ვიღებ კრიტიკას ეს არის ნორმალური პროცესი და პირადში სულ ვსაუბრობთ. ერთი პატარა რჩევა, რეიტინგები პოპულარობა დღეს გაქვს და ხვალ არა მაგრამ დაუსაბუთებელი კრიტიკა და მითუმეტეც წეურაცყოფა ეს თქვენ ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა. მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას, ონკოლოგები ქვეყანას სჭირდება… დიდი იმედგაცრუება, დიდი“, - წერს ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×