დახურვა
სტილი
11.02.2022

„თუ მომდევნო სამშაბათს 26 ათასზე მეტი ინფიცირება არ იქნება, შეგვეძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია", - ამის შესახებ „ფორტუნას" გადაცემაში „კვირის თემა" იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, 2022 წლის 2 თებერვალს კორონავირუსის 26 თასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, რაც დღიური ინფიცირების მონაცემებში, საქართველოსთვის ჯერჯერობით მაქსიმუმია. მედიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს საქართველოსთვის პიკური მაჩვენებელი.

დაინფიცირდა 19 968, გარდაიცვალა 55 - განახლებული კოვიდსტატისტიკა

„2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 თასზე მეტი შემთხვევა არის ჯერჯერობით საქართველოსთვის მაქსიმუმი და გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს ჩვენთვის პიკი, რადგან მომდევნო დღეებში ჩვენ ვხედავთ შემთხვევების შემცირებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული გამოცდილება, როცა პიკურ მაჩვენებლის შემდეგ, შემთხვევების შემცირებას მაშინვე მოჰყვა კიდევ ერთი ტალღა.

ჩვენთვის რა თქმა უნდა, საუკეთესო სცენარია თუ მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა და დაღმავალ მრუდზე ვართ, ამაზე პასუხს მომდევნო 1 კვირა გაგვცემს, თუ მომდევნო სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი იყო არა უფრო მეტი ვიდრე 26 ათასი, შეგვეძლება ვთქვათ რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია", - აღნიშნა "ფორტუნას" გადაცემაში "კვირის თემა" ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ ჯანდაცვის სპეციალისტების მოლოდინებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, 2023 წლისთვის კორონავირუსი აღარ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი და იქნება ჩვეულებრივი გრიპი, რომლის დროსაც ყოველწლიურად იცრებიან ადამიანები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×