დახურვა
სტილი
12.02.2022

საზოგადოებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში "დელტა", მათი რისკი "ომიკრონით" ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის.

"ნუ გავაკეთებთ ძალიან ოპტიმისტურ დასკვნებს და ნუ გვექნება ძალიან დიდი იმედი, რომ მარტი-აპრილი იქნება პანდემიის დასასრულის პერიოდი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება ინფიცირებული და ეს ჩვენ დაგვიცავს. ეს მოსაზრება "ომიკრონთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით რეინფიცირებაზე. "დელტა" არ აღმოჩნდა დამცველობითი უნარის მქონე "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა დეკემბრის თვეში "დელტა", მათი რისკი "ომიკრონით" ინფიციერებისა პრაქტიკულად იგივეა, როგორიც არაგადატანილი ადამიანისთვის. შესაძლებელია ისეთი მუტაცია გამოჩნდეს, რომლისთვისაც "ომიკრონიც" აღარ იყოს ბარიერი," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×