დახურვა
სტილი
15.02.2022

გართულებული ეპიდვითარების გამო, ამ ეტაპზე 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. ვინაიდან ე.წ. დახურული სკოლების რიცხვი იზრდება, მშობლებს შორის გაჩნდა მოარული ხმები, რომ ყველა სკოლა დროებით, დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განმარტა, რომ გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები 2 კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, სიცრუეა:

"საბჭოს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. სკოლებთან დაკავშირებით ისევ მუშაობს ჰიბრიდული რეჟიმი. გადაწყვეტილებას ერთობლივად

იღებენ სკოლის ხელმძღვანელობა, განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები, თუ რა პირობებში რომელი სკოლა და კლასი გადადის დისტანციურ რეჟიმზე. ის, რომ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება, არ არის სწორი." - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×