დახურვა
სტილი
19.02.2022

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი სისტემა, რომელიც ჰაერში კორონავირუსის გავრცელების გამოვლენის საშუალებას იძლევა.აღნიშნული ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს 2022 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ძირითადად გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, მაგალითად ცემინების და ხველების დროს, ის ასევე შეიძლება შენარჩუნდეს ჰაერში აეროზოლური ნაწილაკების საშუალებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დახურულ სივრცეებში.

ჩინელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, სივრცეში ვირუსის არსებობის სწრაფად იდენტიფიცირების საშუალოებას იძლევა. ის წარმოადგენს პორტარტულ კოლექტორს, რომელსაც შეუძლია ჰაერისა და აეროზოლური ნაწილაკების შეწოვა. შემდეგ სისტემა მიღებულ ნიმუშებს ხსნის სითხეში და საბოლოოდ დეტექტორი აანალიზებს შემადგენლობას ვირუსის ნუკლეინის მჟავების არსებობაზე.

სატესტო მოწყობილობა, როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, 10-ჯერ უფრო მგრძნობიარეა COVID-19-ის გამოსავლენ სტანდარტულ ინსტრუმენტებზე. ამის წყალობით სპეციალისტები შეძლებენ SARS-CoV-2-ის აღმოჩენას მიღებულ ნიმუშებში მცირე ვირუსული დატვირთვის დროსაც. ჰაერის ნიმუშის აღებისა და დაავადების გავრცელების კონტროლის ორგანოებისთვის მონაცემთა გადაცემის პროცესი ოთხ საათზე მეტ დროს არ მოითხოვს.

ჯერჯერობით ეს სისტემა გამოსცადეს მხოლოდ პეკინის ოლიმპიური თამაშების ობიექტებზე. თუმცა, მომავალში იგეგმება მისი დანერგვა სხვა საზოგადოებრივ ადგილებშიც: საავადმყოფოებში, სადგურებში აეროპორტებსა და ა.შ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×