დახურვა
სტილი
23.02.2022

თბილისსა და მთელ საქართველოში შინაური ცხოველების გამრავლება, მათ შორის გაყიდვის მიზნით მოშენება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური ნებართვით. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მერია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობით და პარლამენტთან ერთად სპეციალურ კანონზე მუშაობს. კალაძის თქმით, ეს დაარეგულირებს არამხოლოდ შინაური ცხოველების გამრავლების, ასევე მოვლის წესებს.

„პრობლემების შინაარსს რომ გადავხედოთ, ეს არის ცხოველთა არაკონტროლირებადი გამრავლება; მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება - თბილისში ძალიან ხშირია და მოსახლეობა ძალიან წუხს; ცხოველთა სასტიკი მოპყრობა და მათი ორთაბრძოლები კატეგორიულად მიუღებელია; ცოფისა და სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია, ცხოველების მოვლა-პატრონობის წესები... კანონპროექტით იქნება მყარი სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებში ეფექტურად გადაიჭრას ამ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევები“, - თქვა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×