დახურვა
სტილი
01.03.2022

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 4 მარტამდე საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

4 მარტიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს ძლიერი ქარი.

თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 მარტს დღის საათებში +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 4 თებერვლიდან დედაქალაქშიც აცივდება, იქროლებს ძლიერი ქარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×