დახურვა
სტილი
03.03.2022

უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას მთელი მსოფლიოდან შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი უცხადებს, მათ შორის გამონაკლისი არ არის ნინი შერმადინი.

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი აცხადებს, რომ იშვილებს 5 ბავშვს, რომელსაც საცხოვრებლით და პირობებით უზრუნველყოფს.

„ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დავპოსტე და ვთქვი, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს.

არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველია, რუსია თუ ა.შ, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მის უნარებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, მივცემ განათლებას, გავზრდი, როგორც იქნება დავეტევით.

5 ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე 5 ბავშვის შემიძლია გავუწიო უზრუნველყოფა…

იქნებ რამენაირად დამიკავშირდეს ვინმე წარმომადგენელი, პოლონეთში ჩავალ რომ ბავშვები წამოვიყვანო,“- აცხადებს ნინი შერმადინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×