დახურვა
სტილი
22.04.2022

იშვიათად მოძებნით მსახიობს, რომელიც ისეთივე წარმატებული იყოს ხელოვნების სხვა სფეროში, ამ შემთხვევაში - მხატვრობაში, როგორც ჟანრი ლოლაშვილია. როგორც მურმან ჯინორია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ის ისეთივე საინტერესოა სცენაზე და კინოში, როგორც მხატვრობაში, მოაზროვნე არტისტიაო.

მოაზროვნე არტისტი 22 აპრილს 80 წლის გახდა.

რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა სწორედ ჟანრის ნახატზე ააგო. რეჟისორი ისე მოხიბლა ლოლაშვილის სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა", რომ მასზე სცენარი დაწერა და ფილმში ეს ნახატი, სამ სხვადასხვა დროში ამოგზაურა.

მურმან ჯინორია ნიჭიერი კოლეგის შესახებ საუბარს მისი იუმორის გამოყოფით იწყებს და ამატებს, რომ კახელებზე ხუმრობა, ჟანრის საუკეთესოდ გამოსდის.

მურმან ჯინორია: - კომფორტულია მუშაობის დროს. კადრს მიღმა ხომ საოცარია მისი იუმორის მოსმენა. მაგრად ბაძავს კახელებს, აჯავრებს. ბოროტად კი არ ხუმრობს, პირიქით. იუმორი მაშინ არის კარგი, როდესაც ის სახალისოა. ჟანრის, კახელებზე, სახალისო სიუჟეტების მოყოლა შეუძლია. "სამი სახლის" გადაღებების დროს ქეიფები იყო. თუ მეორე დღეს გადაღება არ გვქონდა, იშლებოდა კარგი სუფრა და ჟანრი ხუმრობდა. მაგარი გურმანია, ეხერხება ახალი კერძის გამოგონება. ღვინის ფასიც იცის...

მაგარი ტიპია რა, კარგად და ჯანმრთელად უნდა იყოს.

სამეგობრო კაცია, სუფრასთან კარგია, სმაში და მოყოლაში კარგია. კარგი ცოლი და შვილები ჰყავს. გახარებული იყოს და დიდ ხანს გვყავდეს. საქართველოსთვის ასეთი განსხვავებული და გამორჩეული ფერი საჭიროა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×