დახურვა
სტილი
25.04.2022

მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა.

„გარდამეცვალა დედა, ნათელა შიოს ასული შარაშენიძე  პანაშვიდები 26 27 აპრილს, ქალაქი ქუთაისი,ჭაბიკიანის ქუჩა 11. გამოსვენება 28 აპრილს გოჭოურის სასაფლაო, წმინდა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.“ - წერს ის სოციალურ ქსელში.

გიგა კვენეტაძე თითქმის 15 წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს. ოჯახი მოსკოვში შექმნა, ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი.

გიგას და მარიანას ოჯახი რამდენიმე წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე დადგა: მარიანას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. რაც საბოლოოდ დაამარცხა და თავს შესანიშნავად გრძნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×