დახურვა
სტილი
26.04.2022

ბოლო დროს სოციალურ ქსელში სხვადასხვა სამედიცინო ჯგუფში დედები აღნიშნავენ, რომ მათ შვილებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სიმპტომი აქვთ გამოხატული და აღენიშნებათ ცხელება. რამდენიმე მედიასაშუალებამ ამასთან ერთად, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სეზონური ვირუსებით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ინფორმაციის გადასამოწმებლად ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს მივმართეთ:

- ქვეყანაში სხვადასხვა სეზონური ვირუსი ცირკულირებს, რომლის გამოც ზოგიერთ პაციენტს, რასაკვირველია, ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, თუმცა ეს უფრო ხშირი შედარებით პატარა ასაკის ბავშვებშია. კლინიკური ნიშნები ერთნაირია: კატარული მოვლენები, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცხელება. როდესაც ბავშვს მაღალი

ტემპერატურა აქვს და ბინის პირობებში ვერ მართავენ, ან გამოხატულია სუნთქვის უკმარისობა, ან კიდევ 3-6 თვემდე ასაკისაა ბავშვი, ასეთ შემთხვევაში კლინიკაში გადაყვანა მნიშვნელოვანია. შესაძლოა სითხის არაადეკვატური მიღების გამო, გაუწყლოება მოხდეს, ასევე, სუნთქვის უკმარისობას ჟანგბადის მიწოდება და პირველადი დახმარება სჭირდება. მსგავს შემთხვევაში კლინიკებს უნდა მიმართოთ. აღნიშნული სიმპტომებით მიმდინარე ვირუსები გაზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელია და ახალი რაიმე ვირუსი, რაც აქამდე არ ყოფილა, არ არის. ბრონქიოლიტების რაოდენობა ცოტა შედარებით მეტია, ვიდრე ამ პერიოდისთვის სხვა დროს იყო ხოლმე დამახასიათებელი. ბრონქიოლიტი რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით განპირობებული წვრილი ბრონქიოლების დაავადებაა, რომელიც 2 წალმდე ასაკში გვხვდება. ხშირად უჭირთ ამოხველება, აქვთ სუნთქვის უკმ

არისობა და განსაკუთრებით ჩვილების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაა ხოლმე საჭირო. სეზონური ვირუსებით მომართვიანობა წინა კვირებთან შედარებით გაზრდილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×