დახურვა
სტილი
30.09.2022

ცნობილი ტენორი, ოთარ ჯორჯიკია, მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, მარიამ ნაჭყებიას ახლახან შვილი შეეძინათ. ბედნიერმა მამიკომ ჩაჩავას კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პატარასთან ერთად არის გადაღებული.

„მეგობრებო, ჩვენო ძვირფასებო!.. მივიღეთ აუარებელი მოლოცვა, რამაც ძალიან გაგვითბო გული და გაგვახარა თქვენმა ასეთმა ყურადღებამ!..

თითოეულ თქვენგანს, უდიდეს მადლობას გიხდით პატარა დავითის დაბადების მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის!!!", აღნიშნა ოთარმა და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×