დახურვა
სტილი
01.05.2023

საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდა. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, გრილი ამინდები საქართველოში 4 მაისამდე შენარჩუნდება.

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება და იქროლებს ჩრდილოეთ დასავლეთის ქარი.

3 მაისამდე დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება მთელს საქართველოში, იქნება ნალექიც, წვიმაც თუმცა ნაკლები ინტენსივობით. დასავლეთ საქართველოში 3 მაისამდე იქნება +12-7 გრადუსი , ხოლო აღმოსავლეთში +13-18 გრადუსი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ქარი შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას, ღამით იქნება +9 გრადუსი, ხოლო ხვალ დღისით +18 გრადუსი.

გრილი ამინდები შენარჩუნდება ქალაქშიც 4 მაისამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×