დახურვა
სტილი
26.10.2023

აშშ-ის მე­ი­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ლუ­ის­ტონ­ში მა­სობ­რი­ვი სრო­ლის შე­დე­გად, მი­ნი­მუმ, 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. და­შა­ვე­ბუ­ლია 50-60 ადა­მი­ა­ნი. პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მოხ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ძებ­ნის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­სახ­ლე­ო­ბამ სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლებ­ში ყოფ­ნის­კენ მო­უ­წო­და ლუ­ის­ტო­ნის მერ­მა, კარლ შე­ლინ­მაც.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ორ ად­გილს და­ეს­ხა თავს, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ბარ­სა და რეს­ტო­რანს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი მი­დი­ო­და Walmart-ზე თავ­დას­ხმის მო­სა­წყო­ბა­დაც, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბა მო­ას­წრო და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რეს.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ღა­მის კოშ­მა­რია“, - ამ­ბობს კეტი ლე­ბე­ლი, იმ რეს­ტორ­ნი­სა და ბა­რის მფლო­ბე­ლი, სა­დაც სრო­ლა იყო.

მომ­ხდა­რი­დან ოთხ სა­ათ­ში პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლის იდენ­ტი­ფიც­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა მისი ფო­ტო­ე­ბი. მო­უ­წო­და მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ და თავ­შე­საფ­რის გა­მო­ნახ­ვის­კენ. პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე გა­აფრ­თხი­ლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ მა­მა­კა­ცი არის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და სა­ხი­ფა­თო.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი 40 წლის რო­ბერტ კარ­დია, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლის ინსრუქ­ტო­რი, წარ­სულ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის ის­ტო­რი­ით.

რო­გორც "ნიუ იორკ პოს­ტი" წერს, კარ­დი ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში მოხ­ვედ­რამ­დე ირი­ცხე­ბო­და რე­ზერ­ვის­ტებ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­ი­და­ნაც ორ­კვი­რი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­მო­უშ­ვეს.

"გთხოვთ, მო­ე­რი­დეთ ქუ­ჩებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას, ჩა­კე­ტეთ კარი და მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტოს", - მი­მარ­თა­ვენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×