დახურვა
სტილი
02.11.2023

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

ერთ-ერთი დაკავებული ნიკა თოიძეა, რომელიც სასჯელს 2 წლის წინ მომხდარი დაჭრის საქმეზე იხდის. მეორე დაკავებული არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 21 წლის ნიკა თოიძე მუსიკალური ჯგუფის “წერილი” მომღერლის გია თოიძის შვილია.

“ავერსის” კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 379-ე მუხლით დაიწყო, რაც პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანისას, მსჯავრდადებულების ჯგუფურად გაქცევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×