დახურვა
სტილი
09.12.2023

მამის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ბიჭი ნაფიცმა მსაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, ინფორმაციას ადვოკატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საუბარია გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 48 წლის კაცი შვილმა, იმ დროს მოკლა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილებზე ძალადობდა და მათ დანით მოკვლით ემუქრებოდა.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღესაც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა. ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვდა ახალსოფლის მოსახლეობაც. 21 წლის ბიჭი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×