დახურვა
სტილი
23.12.2023

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავტორ-შემსრულებელი, მომღერალი ნინი შერმადინი გადაცემა „შენი დილას" სტუმარი იყო.

ნინი შერმადინს აშშ-ის სენატის სიგელი გადაეცა, როგორც ნინი ამბობს, მისთვის ეს სიახლე მოულოდნელი იყო.

„ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი ნიუ-იორკის სენატორისგან მადლობის სიგელს, თავიდან ცოტა ვიუხერხულე, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, არ არის ეს პატარა ამბავი.

ამერიკაში ჩვენ გვყავს ქალბატონი დიანა ბაგრატიონი, რომელსაც აქვს საქველმოქმედო ფონდი და აქტიურადაა ჩართული ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, მან დაარსდა ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღე და მე წილად მხვდა პატივი მემღერა საქართველოს და ამერიკის ჰიმნები.

ამის შემდეგ მე ვხსნი მსგავს ღონისძიებებს, სწორედ ქართულ-ამერიკული კულტურის, თანამეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის გადმომეცა ჯილდო," - ამბობს ნინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×