დახურვა
სტილი
08.03.2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორისაა გაგი კლდიაშვილი. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, გაგი კლდიაშვილს წლების წინ დედ-მამიშვილი გარდაეცვალა.

ძალიან ვწუხვარ, გაცნობებთ და სამძიმარს გამოვთქვამ, რომ დედას რომელსაც წლებია ერთი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალება უმძიმებს ყოფას, ახლა მეორე შვილი, ისევე ტრაგიკულად გარდაეცვალა.

ჩვენი დიასპორული ორგანიზაციის სახელით, ვიზიარებთ იზო ვერულაშვილის ვაჟის გაგი კლდიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ" - აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×