დახურვა
სტილი
27.09.2021

27 - სექტემბრიდან 3 - ოქტომბრამდე პერიოდზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა. მისი პროგნოზით, ამ კვირაში, 3 გეომაგნიტური დღეა, ამიტომ ასტროლოგი ადამიანებს აფრთხილებს და ურჩევს რომ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს მაქსიმალურად დაისვენონ, მოერიდონ ნეგატიურ გარემოს და მიმართონ წამლის პროფილაქტიკას, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

რაც შეეხება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ცაგარელი ამბობს:

♈ვერძი - თქვენი ენერგოტონუსი მაღლდება, ვერძთა უმრავლესობა ხდება ფრიად ინიციატივიანი და ენერგიული. ბევრად უკეთ იგრძნობს თავს ვიდრე წინა პერიოდებში, მეტად ოპტიმისტურები არიან. თქვენ იგრძნობთ პარტნიორებისა და მეგობრებისგან მხარდაჭერას. კარგია ეს კვირა ქორწინებისთვის და მიაქციეთ სანდო ადამიანების რჩევას.

♉კურო - პირველ რიგში აქ 2 ტენდენციაა გამორჩეული ჯანმრთელობა და საქმე. ჯანმრთელობის მხრივ თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ხოლო საქმიანი კურსით წარმატებების შანსი დიდი გაქვთ.

♊ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, წინ გაქვთ საკმაოდ კარგი პერიოდი, მაგრამ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენს ნიშანს ახლა გადის ლილიტი, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, ჭორებსა და ინტრიგებს კი ერიდეთ.

♋კირჩხიბი - თქვენი ენერგოვიბრაცია სუსტდება პერიოდი საკმაოდ არახელსაყრელი. მოსალოდნელი ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების შექმნა, ეცადეთ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. მეგობრებთან მიმართებით კი ურთიერთობები აშკარად გაუმჯობესდება, აგრეთვე სასიკეთოა საქმიანი კურსითაც ეს პერიოდი.

♌ლომი - ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული, ინიციატივიანი და იღბლიანია ამ კვირაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისათვის, საქმიანი და პირადი ურთიერთობისათვის. ამ პერიოდში მნიშვნელოვან წინადადებას მიიღებთ, გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი და იქნება წარმატებები.

♍ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით. შესაძლოა ჯანმრთელობაში შეგექმნათ პრობლემები, თუმცა საქმიანი კუთხით კარგი პერიოდი გაქვთ. შესაძლოა საინტერესო ნაცნობები გაიჩინოთ დაიწყოთ ახალი საქმე და კაპიტალდაბანდება წარმატებულად აწარმოოთ.

♎სასწორი - ახლა თქვენი დროა, მზე მარსი და მერკური სწორედ თქვენს ნიშანს გადის. თქვენი შარმი ყოველდღიურად იმატებს. ძალიან კარგი პერიოდია როგორც პირადი ურთიერთობისთვის ისე საქმიანი ურთიერთობისთვის. იაქტიურეთ, რადგან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაქვთ.

♏მორიელი - თქვენი ენერგოტონუსი შემცირებულია, შესაძლოა გაცივდეთ, გადაიღალოთ, ტრავმულ-ავარიულმა მდგომარეობამ იჩინოს თავი ამიტომ იყავით ყურადღებით. მოიმატებს შინაგანი შიშები და შფოთვები. ფარული მტრები, ჭორები და ინტრიგები გააქტიურდება, განსაკუთრებით უფრთხილდით საეჭვო მეგობრებს. მოერიდეთ მოგზაურობასა და ახალი საქმის დაწყებას.

♐მშვილდოსანი - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ძალიან კარგია მათთვის ახალი საქმის დაწყება გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან თქვენით და საინტერესო საქმეს შემოგთავაზებენ. იღბლიანობა მომატებულიუა,ამიტომ გამოიყენეთ, ეს დრო მაქსიმალურად.

♑თხის რქა - მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ გაჯიუტებას და საეჭვო საქმიანობას, საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ ჯანმრთელობის მხრივ ამიტომ გაუფრთხილდით მას. რაც შეეხება საქმიან მიმართულებას ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

♒მერწყული - თქვენ ახლა უფრო გამოცოცხლდებით, გადახვალთ პოზიტიურ ტალღაზე, თუ რამე ცუდი აზრები გაწუხებდათ წინა პერიოდში, ამას მალე მოიცილებთ, ძალიან საინტერესო ახალი იდეების ჩამოყალიბება შეგიძლიათ. ამასთან გახდებით ინიციატივიანი და კომუნიკაბელური.

♓თევზები - თქვენთვის სასურველია დასვენება, დახარჯული ენერგიის აღდგენა, რადგან ჯანმრთელობის მიმართულებით შეგექმნებათ პრობლემები, მოიმატებს დეპრესიული ტენდენციები, თუმცა საქმიანი მიმართულებით ეს დრო ძალიან კარგია, ამიტომ იაქტიურეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×