დახურვა
სტილი
13.10.2021

ალერგოლოგ-იმუნოლოგი კორონავირუსით გამოწვეული რისკებისა და რისკჯგუფების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განსაკუთრებულ აქცენტს მწეველებზე აკეთებს. 

მისი თქმით, აღნიშნულ კატეგორიარს ვაქცინის ბუსტერული დოზების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

"აქ მოცემულია კოვიდ-19 ის მძიმე მიმდინარეობის რისკ-ფაქტორები, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ავტომატურად შეესაბამება ვაქცინის ბუსტერ დოზების შესაბამის კონტიგენტს.

ყოფილი და მიმდინარე მწეველები არ დაგვავიწყდეს! მათ უნდა მივცეთ ბუსტერის შესაძლებლობა" - წერს კულუმბეგოვი. 

კულუმბეგოვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე რისკფაქოტრებად განხილულია ონკოლოგიური დაავადებები, ფილტვის ობსტრუქციული დაავადებები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, ბავშვები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით, გულისისხლძრარღვთა დაავადებები, დაუნის სინდრომი, შიდსი და აივ ვირუსები, ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის დემენცია, ჭარბი წონდა და სიმსუქნე (სხეულის მასის ინდექსი 25+), სისხლის დაავაავდება "თალასემია", სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, სტეროიდებისა და იმუნოსუპრესიული პრეპარატების მიღება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×