დახურვა
სტილი
18.10.2021

მსახიობი, მაკა ძაგანია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში თავის ფობიებზე საუბრობს.

„ბევრი ფობია მაქვს, მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სიკვდილის შიშამდე მიდის. სავარაუდოდ, ჩემი ყველა ფობია სიკვდილის შიშს უკავშირდება. მაგალითად, ახალ ლიფტებში მარტო ვერ შევდივარ, რადგან როცა რკინის კარი იკეტება, მგონია, 3 ვაკუუმი იქმნება და რომ გავიჭედო, ჰაერი არ მეყოფა, მოვკვდები. ძველ 3 ლიფტებში შესვლის არ მეშინია: ვფიქრობ, რომ გავიჭედო, ჰაერი მაინც მოძრაობს და არ გავიგუდები...

ცოტათი მშიშარა ვარ, გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ. საკუთარ თავთან ეს კითხვა სულ მაქვს - შევძლებ? მიუხედავად ამისა, ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე - კი, შეძლებ, რადგან თუ ვიღაცას გამოსდის, შენც გამოგივა-მეთქი, მაგრამ პანიკური შეტევა მქონია - ვაიმე, შევძლებ კი? ნამდვილად გამომივა-მეთქი?“ - ამბობს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×