დახურვა
სტილი
12.11.2021

ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ბოლო წლებში განსაკუთრებულად აქტიურად საუბრობენ როგორც ექიმები, ფსიქოლოგები და ლაქტაციის სპეციალისტები, ასევე თავად მშობლები. აგიტაციასაც უწევენ და ცდილობენ დაარწმუნონ მომავალი თუ ახალბედა დედები, რომ ბუნებრივი კვება საუკეთესოა, რასაც ბავშვისთვის გააკეთებთ.

სწორედ ამიტომაც, ხშირად ცნობილი და უცნობი ადამიანები იღებენ ხოლმე ფოტოებს ძუძუთი კვების დროს, რომ სხვა დედებს მისცენ ბიძგი და მხარი დაუჭირონ ასევე ლაქტაციას გარე სივრცეებში, ყველგან, სადაც ბავშვს ექნება სურვილი, დანაყრდეს და მიიღოს ის აუცილებელი, რასაც დედის რძე ჰქვია.

არც ისე დიდი ხნის წინ მსახიობ ანი ბებიას ჰქონდა ფოტოსესია ლაქტაციის დროს და მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად მსახიობმა მარიამ ნადირაძემ, გიორგი მახარაძის მეუღლემ გადაიღო ფოტო პატარა ნიკასთან ერთად, რომელსაც სოციალურ ქსელში ბევრი დედა გამოეხმაურა. ფოტოს ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა: "საოცარი ფოტოა", "ყველაზე ბედნიერია ამ დროს ბავშვი", "ამაზე ლამაზი არაფერი არსებობს", და ა.შ. თუმცა იყო უარყოფითი გამოხმაურებაც: "მე არ მომწონს, რა ვქნა", "კარგი ფოტოა, დიდი სიყვარულით, მაგრამ ეს მაინც უფრო პრივატ უნდა იყოს, ჩემთვის ცოტა მიუღებელია".

მარიამი პატარა ნიკას თანამედროვე მეთოდებით ზრდის და ცოტა ხნის წინ ვიდეოც გამოაქვეყნა, თუ როგორ აჩვევს მას დამოუკიდებლად ჭამის პროცესს.

ბავშვის აღზრდაში ასევე აქტიურად არის ჩართული მამა. გიორგი მახარაძე მარტოც იტოვებს ხოლმე ქალიშვილს და მშვენივრად ართობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×