დახურვა
სტილი
13.11.2021

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

ამჯერად ეკო ფანგანი ვაქცინაციისა და „ბუსტერ" დოზის შესახებ წერს: „მეგობრებო, ვისაც გასდის და გაუვიდა უკვე ვაქცინაციის მეორე დოზიდან 6 თვე, უნდა დავიბუსტოთ, რადგან კიდე უფრო უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი და სხვების ჯანმრთელობა. ჩვენს ქვეყანაში, მაღალი ლეტალობა პირდაპირ მიუთითებს ვაქაცინაციის

დაბალ მაჩვენებელზე. ახლა, ზამთარში როცა სხვა ვირუსებიც არის, ახალი შტამების საშიშროებაა, ვაქცინირებული ადამიანი კი, დაინფიცირების შემთხვევაში, ახალ შტამს არ წარმოშობს" - წერს ეკო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×