დახურვა
სტილი
25.11.2021

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვიყვება, რატომაა ბავშვთა ასაკში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი, რა გართულებებისგან იცავს ის და ზოგადად, რა უარყოფით გავლენას ახდენს კოვიდ-19 მათ ჯანმრთელობაზე:

ვაქცინაციისთვის არ არის აუცილებელი ბავშვებში ქრონიკული დაავადების არსებობა. ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, თავისი დამატებითი რისკის შემცველია. თუმცა, ანემიის, D ვიტამინის მკვეთრი დეფიციტის შემთხვევაში, ფარისებრი ჯირკვლის დაავდების, ბრონქული ასთმის, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირება საავადმყოფოში მოხვედრისა და გარდაცვალების რისკს ზრდის. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტულია. გართულების რისკს წარმოადგენს ასევე სიმსუქნე. ჭარბწონიანი ბავშვების ვაქცინაცია კოვიდასწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აუცილებელია.

ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი ბავშვებშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მათთან აღწერილია 100-მდე კლინიკური სიმპტომი, რომლებიც სწორედ ხანგრძლივი კოვიდის ქვეშ მოიაზრება. შეიძლება 6-8 თვის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ძალიან შემაწუხებელია და ბავშვის სიცოცხლის ხარისხი მკვეთრად უარესდება. მეხსიერების პრობლემები, თმის ცვენა, ძილის დარღვევები, დეპრესია, უენერგიობა ხშირადაა გამოხატული. ეფექტური მედიკამენტი აღნიშნული სიმპტომების საწინააღმდეგოდ არ არსებობს, ამიტომაც ეს კიდევ ერთი არგუმენტია, თუ რატომ უნდა ჩაიტარონ ბავშვებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×