დახურვა
სტილი
23.03.2022

პიანისტსა და ტელეწამყვან თათია შარანგიას ბიძა დაეღუპა. ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ შარანგია ემოციურ პოსტს ფეისბუკის პირად გვერდზე აქვეყნებს და ბიძასთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებს.

„ჩვენს დიდ ოჯახში მიწისძვრაა. ვამაყობდი, გულს მითბობდა, მაძლიერებდა რომ მამას 3 ძმა ჰყავდა. ჰყავდა? ვერ ვიჯერებ და ამ მწარე რეალობას ალბათ ვერც შევეგუები. ჩემი უსაყვარლესი ბიძა, ჩემი ფუმფულა ლევანი აღარ მყავს. გარდაიცვალა ისე ჩუმად, ისე წყნარად, როგორც ცხოვრობდა, არავინ შეაწუხა. გულმა უმტყუნა. როგორ უღალატა გულმა, რომელიც ამხელა სიყვარულს იტევდა? რატომ უღალატა? რატომ აღარ ფეთქავს? დაიღალა? იქნებ დაღალა ამ ყალბმა ურთიერთობებმა, იქნებ დაღალა ამ განუკითხაობამ…

მთელი ბავშვობა მის მუცელზე ვხტუნაობდი მართლა. ის პუტკუნა იყო-მე პატარა. მათამაშებდა, მანებივრებდა, სოხუმში უცნაურ ადგილებში მმალავდა ხოლმე და მერე ერთად ვიცინოდით, მთელი ოჯახი რომ მეძებდა. თინეიჯერობის დროს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა სულ ჩემს გვერდით იყო. როცა ქალად ჩამოვყალიბდი ჩემი უპირობოდ ერთგული მეგობარი იყო. სად წახვედი ლიოვკა? რატომ გამიხეთქე გული და რატომ მოიყვანე სიკვდილი ასე ახლოს.

ჩვენს ოჯახში მიწისძვრაა. ცრემლები თავისით მცვივა და ყველა ოჯახის წევრს ერთად ვტირი. მაგრამ განსაკუთრებულად ჩემს დედოფალ ბებიის, რომელსაც სხვისი ტკივილი ისე სტკიოდა ხოლმე რომ გული ეგლიჯებოდა. ჩემს ბაბუს ვტირი, რომელიც კაცობით მოსულა აქამდე და მასზე გაბრაზებული ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაზე. რა უსამართლო ყოფილა სამყარო. სიკეთე არ იკარგებაო? ამ ოჯახს სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია. მის მშობლებს სხვაზე ზრუნვის გარდა პრიორიტეტი არ ჰქონია. რატომ დაირღვა კანონზომიერება? რატომ იძვრის მიწა ჩვენს ოჯახში?

ლევანმა წლების წინ თვეების შვილი დაკარგა… ღირსეულად ატარა ეს ტვირთი. თუ კი რამ არსებობს, მინდა მჯეროდეს რომ 24 წლის ბიჭი დახვდა იქ სადღაც… უსასრულობაში…

პანაშვიდები. ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი-საირმის ქუჩა 73.

გასვენება - შაბათს. 14 საათზე. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიიდან. (საბურთალო)“ - წერს თათია შარანგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×