დახურვა
სტილი
23.03.2022

ტელეწამყვანი, ექიმი ნინო ნადირაძე საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად ეხმაურება და ამჯერად წერს:

"ვკითხულობ გამაოგნებელ მოწოდებებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში შეჭრისკენ...

თუნდაც ერთი ოსი ან აფხაზი ბავშვი რომ შეეწიროს ამას, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება ქართულ მიწაზე?

ნებისმიერი ასეთი მოწოდება, დღეს, ამ მოცემულობით, ჩემთვის რუსეთის დაკვეთაა და საბოლოოდ დაასამარებს ქვეყნის გაერთიანების იდეას".

"ისეთი ომი გვაქვს ქართველებს ერთმანეთში გაჩაღებული, რუსები რომ შემოვარდნენ, ხელს შეგვიშლიან და მარტო მაგიტომ უნდა გავყაროთ", - წერს ნინო ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×