დახურვა
სტილი
30.03.2022

ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის მომხრეებს საჯაროდ მიმართავს:

"მოკლედ ურჩხული კუდს იქნევს, შევეცადოთ ახლა მაინც არ მოვყვეთ ნანგრევებში!

მაშინაც, 2008 წელს, როცა მიშამ სიმწრით ჰალსტუკი ღეჭა და ამაზე მე ქილიკით არასოდეს არ ვსაუბრობ, არავინ იცის ჩვენ რას ვიზამდით, აი "მეგობარმა" ჟურნალისტმა კი სარფიანად გაყიდა ეს კადრები!

ხოდა დავუბრუნდეთ მთავარ თემას!

მიშას აჩვენეს ცაში აფრენილი 6 ბომბდამშენი:

სამიზნე;

1.მცხეთა

2.თბილისი

3.ქუთაისი

4.ბათუმი

5.თელავი

6.ყაზბეგი

მიზანი - ქართველთა თვითიდენტიფიკაციის დასამარება-აი ზუსტად ისე, როგორც ახლა უკრაინაში ხდება!

ასე რომ არჩევანი ჩვენზეა!

ან ბრძნულად გავაგრძელებთ ამიერკავკასიის სტრატეგიულ ჰაბად ჩამოყალიბებას, ან აღვიგავებით მიწისაგან პირისა!

P.S. ვინც ომს გვიყიჟინებს, უვადო ბილეთიც ჯიბეში აქვს, მსუყე საბანკო ანგარიშები ობშორში და ვილებიც ოკეანის პირას.

თქვენ კი გააგრძელეთ ჩახდა...." - წერს ლალი მოროშკინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×