დახურვა
სტილი
01.04.2022

„მგზავრების" სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს მისი უკრაინელი მეუღლე მარინა კარპი დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.

„ამ 12 წლის განმავლობაში, რაც მე შენ გიცნობ, ერთად ბევრი რამ გადავიტანეთ. ადამიანები დავკარგეთ და ახალი სიცოცხლეების დაბადებას მოვესწარით, გვქონდა ტრიუმფალური აღმაფრენა და დაცემა, ჩხუბი და შერიგება, პანდემია, ახლა კი - ომი. ცხოვრების ამ ყველა ეტაპზე და სიტუაციაში შენ სულ ძლიერ და კეთილ ადამიანად რჩებოდი. ადამიანად, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ და ვისითაც უკიდეგანოდ ვამაყობ. ადამიანად, რომლის გამოც ახლა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში, ცხოვრების აზრს ვხედავ. გიგი, გახსოვს, ყოველთვის ამბობდი, ხუმრობით: მთავარია, მსოფლიოში იყოს მშვიდობა, სახლში კი - გავერკვევით. რა დასანანია, რომ დღეს ეს ხუმრობა აღარ არის. ალბათ, ეს შენი პირველი დაბადების დღეა, როდესაც შენ ერთ რამეს გისურვებ: დადგეს სამყაროში მშვიდობა, იმიტომ, რომ სახლში - ჩვენ გავერკვევით. მე შენ მიყვარხარ, ჩემო ერთადერთო!", - წერს მარინა კარპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×