დახურვა
სტილი
09.05.2022

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე კრემლის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რუსეთში სცენაზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს.

მელაძე ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავებს შორის, რომელმაც ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ომის დასრულების მოთხოვნით.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ კი მომღერალი სოციალურ ქსელში გამოჩნდა და საზოგადოებას 9 მაისი მიულოცა.

„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! მარადიული ხსოვნა იმ ერების შვილებს, რომლებიც გვერდიგვერდ იბრძოდნენ მშვიდობიანი მომავლისთვის“, - წერს ვალერი მელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×