დახურვა
სტილი
10.05.2022

ია ფარულავა გადაცემა „ჩათში“ ჰყვება, რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო:

„სხვათა შორის, მე ყოველთვის ლამაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი. ერთადერთი ჩემს თავს აღვიქვამდი თავს ლამაზად, როცა ფოტოს დავხედავდი ხოლმე. მეჩვენებოდა, რომ მქონდა განიერი ცხვირი და მინდოდა მისი დაპატარავება. მქონდა „წიკები“, რომ ცხვირი დამეთხელებინა. ცოტა არ იყოს და ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ძმების მხრიდან. სულ დამცინოდა ორი უფროსი ძმა. ვითომ საყვარლად დამცინოდნენ, მაგრამ ჩემზე ეს ძალიან მოქმედებდა. რომ გადავიხარხარებდი, ზვიგენივით იცინიო, მეუბნებოდნენ. მქონდა თმა სახეზე, მაშინ ლაზერული ეპილაცია არ იყო და ცოტა ბაკენბარდები მქონდა, დამცინოდნენ და მეძახდნენ ბანჯგვლიანს. ისე ვითრგუნებოდი, რომ მეტი არ შეიძლებოდა. არ გავიზარდე პრინცესულად. მშურს იმ გოგონების, ვინც პრინცესულად გაიზარდა და ეუბნებოდნენ, შენ ყველაზე ლამაზი ხარო.

ერთადერთი პლუსი იყო, რომ ჩემი მშობლებისგან შეზღუდვა არ მქონია. ალბათ, ჯობდა, უფრო მომთხოვნები და მკაცრები ყოფილიყვნენ, რომ უკეთესად მესწავლა. არ ვიყავი კარგი მოსწავლე, სამიანები მყავდა ფიზიკა-მათემატიკაში… მაძალებდნენ მუსიკაზე სიარულს, რვა წლიდან. ვაიმე… რომ მოდის რეპეტიტორი, უნდა იმეცადინო და რომა რ გინდა და ჭკუაზე არ ხარ… ძალიან მიშლიდა ნერვებს. რასაც ვუყურებ დღევანდელ ბავშვებს, ისინი ასჯერ მეტად არიან დაკავებულები. ერთი რეპეტიტორი კი არ მოდის და მიდის, ექვსი ან შვიდი. არ ვიცი, რამდენად არის ეს სწორი. რაღაც მომენტში ბავშვს თავისუფლება ეკარგება და შეიძლება, პროტესტი გაუჩნდეს. მე არც შვილი მყავს და არც შვილიშვილი და ვერ გადავწყვეტ, მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ თავად…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×