დახურვა
სტილი
11.05.2022

მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა პირადი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებზე ისაუბრა. ფაჩუაშვილი შვილის გარდაცვალებას იხსენებს. ის ასევე ხაზი უსვამს, რომ მდგომარეობის შემსუბუქებაში საყვარელი საქმე დაეხმარა.

„როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში, მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი ათონელის თეატრში, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა, პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე. ახლა ძალიან მიჭირს. ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტკივილი არ ნელდება. არ მინდა, ამაზე ვისაუბრო და საზოგადოებას თავს მოვახვიო ჩემი დარდი. ვიცი, რომ ჩემს შვილს იმქვეყნად შევხვდები, მაგრამ მონატრება ძნელი გასაძლებია, უდიდესი ძალისხმევა მჭირდება. ისევ თეატრი მეხმარება, რომ მძიმე დღეები გადავაგორო“, - აცხადებს ნანა ფაჩუაშვილი ჟურნალ „სარკესთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×